ხარკოვის სოფელში, სარდაფში 3 დამწვარი ცხედარი იპოვეს, ერთი სავარაუდოდ ბავშვია - უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ სოფლებში საგამოძიებო ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს. სოფელ გუსაროვკაში, სახლის სარდაფში ნაპოვნია სამი ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი, რომელთა შორის ერთი ბავშვია. გვამების დათვალიერებისას გამოვლინდა   ხანგრძლივი ძალადობისა და წამების კვალი. გარდა ამისა, ნაწამები ადამიანები სავარაუდოდ ცოცხლად დაწვეს, რადგან იქვეა აღმოჩენილი  ავტომობილის საბურავების ნაწილები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი