ევროკავშირმა რუს და ბელარუს ოლიგარქებსა და იურიდიულ პირებს 30 მლრდ ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუს და ბელორუს ოლიგარქებსა და ორგანიზაციებს, 30 მლრდ ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა, - ამის შესახებ ევროკავშირის სამუშაო ჯგუფმა განაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყინული აქტივები მოიცავს ნავებს, ვერტმფრენებს, უძრავ ქონებასა და ნამუშევრებს.

"რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-თან და უკრაინასთან ურთიერთობის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ და შეწყვიტოთ კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსება", - თქვა იუსტიციის ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა.

ცნობისთვის, მარტში ევროკომისიამ შექმნა აქტივების გაყინვისა და კონფისკაციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსი და ბელორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების სანქციების განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი