სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო, ოდესაში კომენდანტის საათი დაწესდა 

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის კრამატორსკში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 10 აპრილს, არსებობს სარაკეტო დარტყმის საფრთხე - ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს. 

მისი თქმით, ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მაქსიმ მარჩენკოს ბრძანებით, დაწესდება კომენდანტის საათი 2022 წლის 9 აპრილის 21:00 საათიდან 2022 წლის 11 აპრილის 06:00 საათამდე ოდესასა და ოდესის რეგიონში.

ამ პერიოდში აკრძალულია ქუჩებში და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალურად გაცემული ნებართვისა და მოწმობის გარეშე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი