
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პირველ კენჭისყრას "თვითერის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
142 ხმა დავთვალე, რომელიც 8 მარტის საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა. მივესალმები, რომ დღეს პარლამენტმა პირველ მოსმენაზე 136 ხმით დაამტკიცა კანონი. იმედი მაქვს, საბოლოო წარმატების მისაღწევად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას - წერს ჰარცელი.