ოკუპანტებმა ავდეევკაში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათგან 4 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ ავდეევკაში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, საიდანაც 4 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. 

"რუსებმა მოკლეს 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 4-სულიანი ოჯახი. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ვუჰლედარში. კრამატორსკში დაჭრილების გარდა, რეგიონში კიდევ 4 ადამიანი დაშავდა: 2 ავდეევკაში, 1 კრასნოგორივკაში და 1 ვუჰლედარში. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რუსებს ადამიანური არაფერი შერჩათ, მსოფლიომ ეს უნდა გააცნობიეროს და შესაბამისად იმოქმედოს", - წერს კირილენკო Facebook-ზე.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი