მარიუპოლთან ოკუპანტები 78 წლის უკრაინელ მწერალს, ევგენი ბალს, 3 დღის განმავლობაში აწამებდნენ, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა - ამის შესახებ უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელმა, პაველ კუშმა განაცხადა.
უკრაინული მედია წერს, რომ ევგენი ბალი რუსმა ოკუპანტებმა 18 მარტს შეიპყრეს და სასტიკად სცემეს.
"პირველი რანგის კაპიტანი, მწერალი და ჟურნალისტი ევგენი ბალი გარდაიცვალა ორკების მიერ სამდღიანი წამების შემდეგ. 7 აპრილს, მას 79 წელი შეუსრულდებოდა", - წერს პაველ კუში.
ევგენი ბალი, რომელიც რუსებმა წამებით მოკლეს, საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების ვეტერანი იყო. რუსმა სამხედროებმა 21 მარტს გაათავისუფლეს და თქვეს, რომ სსრკ საზღვაო ძალების ვეტერანებს არ ებრძვიან, მაგრამ მწერალი რუსების წამების შემდეგ გონს ვერ მოვიდა და 2 აპრილს გული გაუჩერდა.