ბელარუსის კგბ-ს ოფიცრები უკრაინის საზღვართან რუსულ ნაღმზე აფეთქდნენ

გამოქვეყნდა:

გომელის ოლქში, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ორი თანამშრომელი რუსულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. ინფორმაციას "Наша Ніва" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, შემთხვევა უკრაინის საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი ბანაკის ტერიტორიაზე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლოს მასალის ყუთები მეტყევეებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ამის შემდეგ ადგილზე კგბ-ს ოფიცრები მივიდნენ და ნაღმზე აფეთქდნენ. მეტყევეების ბედი უცნობია. ერთ-ერთი დაღუპული ოფიცერი 35 წლის ვიცე-პოლკოვნიკი, ანდრეი როიცკია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი