"14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტებმა გააუპატიურა, ის ახლა ორსულადაა, 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს" - დენისოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, მათ შორის არასრულწლოვანებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე წერს.

დენისოვა ამბობს, რომ რაშისტები ამას ბავშვების მშობლების თვალწინ აკეთებდნენ და შემდეგ მათ კლავდნენ. 

"რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. გაუპატიურებულია ბავშვები. 14 წლის გოგონა ბუჩიდან გააუპატიურა 5-მა რუსმა ოკუპანტმა, გოგონა ახლა ორსულადაა. 

ბუჩა - ბიჭი 11 წლის, გააუპატიურეს დედის თვალწინ. დედა მიაბეს სკამზე, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.

ირპენი - 20 წლის ქალი გააუპატიურა სამმა ოკუპანტმა

არ არსებობს ისეთი ადგილი, არც ამ ქვეყნად და არც ჯოჯოხეთში, სადაც რაშისტები სასჯელს გაექცევიან. რაშისტებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი", - წერს დენისოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი