მტრის ფლოტი შავ ზღვაში ოდესის სანაპიროების ბლოკირებას აგრძელებს - სერგეი ბრაჩუკი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები შავ ზღვაში ოდესის ოლქის სანაპიროების ბლოკირებას აგრძელებენ. ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანი, სერგეი ბრაჩუკი ავრცელებს. 

"შავ ზღვაში რუსეთის ფლოტი ბლოკავს ჩვენს სანაპიროებს. ასევე, პერიოდულად ახდენს თავისი ძალებისა და რესურსების გადაჯგუფებას", - ამბობს ბრაჩუკი.

მისივე თქმით, ოდესაზე მტრის სარაკეტო დარტყმის ალბათობა დიდია.

"ახლა ვითარება ქალაქსა და რეგიონში კონტროლს ექვემდებარება. ჩვენს სამხედროებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები მტრის გასანადგურებლად", - აღნიშნა სერგეი ბრაჩუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი