"აღარ შემიძლია ტირილი", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანულ BILD.DE-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ისევ ტირის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი კრამატორსკსა და ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ასობით დაღუპულის გამო.
"აღარ შემიძლია ტირილი. დიახ, სიძულვილს ვგრძნობ რუსეთის მიმართ, რუსი ჯარისკაცების მიმართ როცა ამ სურათებს ვხედავ. მოკლული ბავშვები ფეხების გარეშე, ხელების გარეშე. ეს სიძულვილია, საშინელებაა", - ამბობს ზელენსკი.
კითხვას - უკრაინის რამდენ სოფელსა და ქალაქში ჩაიდინეს რუსეთის ჯარებმა ბუჩას მსგავსი სამხედრო დანაშაულები, ზელენკსიმ უპასუხა, რომ ეს ამჟამად უცნობია.
"რა ხდება ამ სოფლებში სამხრეთით, ხერსონთან, ზაპოროჟიესთან და აღმოსავლეთით - არ ვიცით. ბევრი ქალაქი უბრალოდ მთლიანად განადგურდა. არც სახლები, არც ხალხი - არ ვიცი, რას ვიპოვით იქ“, - ამბობს ზელენსკი.