ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ბუჩაში რუსების ძალადობის მტკიცებულება მოსთხოვა - Bild

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების ძალადობის დამადასტურებული მტკიცებულება მოსთხოვა. ამის შესახებ Bild-ი ზელენსკისთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს. 

"ყველაზე ცუდი, რაც ზელენსკიმ ბოლო დღეების განმავლობაში მოისმინა? ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს სურდა, ენახა უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებულება, რომ ბუჩას ომის დანაშაულები არ იყო დადგმული. ეს არის რიტორიკა, რომელიც პირდაპირ კრემლიდან მოდის", - წერს გამოცემა. 

კითხვაზე, ეს პოლიტიკოსი არის თუ არა ევროპული ქვეყნის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ უპასუხა: "დიახ"

უკრაინის პრეზიდენტმა თავი შეიკავა იმ პოლიტიკოსის გვარის დასახლებისგან, რომელმაც უთხრა: "გვიჩვენე მტკიცებულება, რომ ეს არ იყო დადგმული".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი