2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება "ოცნების" დამარცხებას ნიშნავს - არასაპარლამენტო ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება ავტომატურად ნიშნავს "ქართული ოცნების" დამარცხებას - არასაპარლამენტო ოპოზიციაში ერთხმად აცხადებენ, რომ ივანიშვილი ვერ წავა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, მით უმეტეს ამერიკელი კონგრესმენებისა და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე და "ქართულ ოცნებას" მოუწევს საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება. 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღევანდელი კენჭისყრით ოლიგარქს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ივანიშვილი იძულებულია საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა შეასრულოს. 

არ დაუტოვა ოპოზიციამ შესაძლებლობა ივანიშვილს რაღაც მანიპულირების. ახლა აზრი აღარ აქვს მარჩიელობას, ის 3 ხმა დააკლდებოდა თუ არა. მეორე, მესამე მოსმენისთვის პრობლემები დარჩენილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები იყოს მიღებული, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ცვლილებების მხარდაჭერის სახით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. 

გონივრული გადაწყვეტილება იყო, რომ არ მისცეს ამის მანიპულირების და მორიგი ტრიუკის ჩატარების საშუალება, დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას თავი დაიხსნას ამ მტარვალისაგან, - ამბობს იგი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ანზორ ბიწაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოუწევს, მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

2-3 დეპუტატს ოცნებიდან რომ მოემიზეზებინა სიცხე, ბანალური მიზეზი, რაც მათგან სრულიად არ არის მოულოდნელი, განსაკუთრებით მას მერე, რაც გვითხრეს, რომ ხუნდაძე აჯანყდა, ძალიან სწორი ოპოზიციის გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება იძულებული გახდება, მიიღოს მესამე მოსმენითაც ეს ცვლილება, - ამბობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული  მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, 120-30-ზე და მინიმალური 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.საკონსტიტუციო ცვლილებებს კიდევ ორ მოსმენაზე უნდა უყარონ კენჭი და პროცესი 29 ივნისს უნდა დასრულდეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი