უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის უახლესი მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი, "ორიონი" გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დრონი შორი დისტანციით ფრენისთვისა არის განკუთვნილი. ორიონს ოკუპანტები ტერიტორიის ვიზუალიზაციისთვის, რადიოლოკაციისა და რადიოტექნიკური დაზვერვისთვის იყენებენ.
ამასთან, მისი დახმარებით რუსები ტერიტორიაზე პატრულირებას ახდენენ და სარაკეტო თავდასხმებისთვის იყენებენ.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მსგავსი ტიპის სულ 12 აპარატი აქვს.