უკრაინელებმა ჩერნიგოვის ერთ-ერთ ეკლესიაში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების კიდევ ერთ სამარხს მიაგნეს. რამდენიმე ადამიანის ცხედარი ჩერნიგოვის რაიონში ერთ-ერთ ეკლესიაში იპოვეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულებს წამების კვალი აღენიშნებათ და ყველა მათგანს კეფის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს.

რუსული სისასტიკის კვალი ეკლესიასაც ეტყობა. ტაძარი დარბეულია, დამტვრეულია ინვენტარი. ტერიტორია დანაღმული იყო,  

ოკუპანტების ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International​-იც სწავლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი