"საქართველო სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს არ გახსნის" - ბიბილოვი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ "აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შემთხვევაშიც კი, საქართველო სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს არ გახსნის".

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ თბილისს "სერიოზული პრობლემები შეექმნება".

"არ ვფიქრობ, რომ საქართველო დაემორჩილება იმ ზეწოლას, რომელიც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს თავად საქართველოსთვის. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შეიძლება გახსნას საქართველომ რაიმე სახის "მეორე ფრონტი". როგორც ამბობენ, ეს ნიშნავს საკუთარ ფეხში სროლას, ამ შემთხვევაში, შესაძლოა თავშიც", - თქვა მან TASS-თან ინტერვიუში. 

ბიბილოვმა დასძინა, რომ თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, "ეს იქნება მისთვის სამი ფრონტი: სამხრეთ ოსეთის, აფხაზური და რუსული ფრონტები. ვფიქრობ, ეს მშვენივრად ესმით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი