უკრაინელმა ბიზნესმენმა, ანდრეი სტავნიცერმა საკუთარი სახლი რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურებას შესწირა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
გერაშენკოს ცნობით, ბიზნესმენმა საკუთარ სახლში დამონტაჟებულ კამერებზე დაინახა, თუ როგორ იყო განთავსებული ეზოში ოკუპანტების 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, რათა კიევზე იერიში მიეტანათ.
ბიზნესმენი თავად დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მიაწოდა მისი სახლის ზუსტი კოორდინატები, რათა ოკუპანტების ტექნიკა აეფეთქებინათ.
„სახლს ავაშენებთ, ქვეყანას ავაშენებთ, მთავარია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მადლობა უნდა გადამიხადოთ არა მე, არამედ, ჩვენს გმირებს - უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს!“, - განაცხადა მან.
ფოტო: გერაშენკოს Telegram-ის არხიდან.