ერთი ადამიანი დაიღუპა სევეროდონეცკში, ოთხი დაშავდა რუბეჟნოეში, მასობრივი ხანძარია ლისიჩანსკში - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სერგეი გაიდაიმ აღნიშნა, რომ ხანძრის ჩაქრობა მუდმივი დაბომბვის გამო ვერ ხერხდება.
"დილით ორკებმა დაიწყეს მუშაობა "საყვარელ საქმეზე" - ანადგურებდნენ მშვიდობიანი ქალაქების საცხოვრებელ ადგილებს. რუბიჟნოეში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ლისიჩანსკში მაღალსართულიანი კორპუსი, ბენზინგასამართი სადგური და საწარმო იწვის. დაბომბვის გამო, ჩაქრობა შეუძლებელია",- წერს ის.
ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის არმია თითქმის ორი დღეა დაბომბვას არ წყვეტს.