ბუჩას ჯოჯოხეთი - პუტინის ჯალათების მიერ, ჩადენილია სულ მცირე 4 700 სამხედრო დანაშაული

გამოქვეყნდა:

უკრაინელი ხალხის გენოციდმა მსოფლიო შეძრა - კადრები, რომელიც ყველამ ნახა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საზარელი დანაშაულია, მისი ავტორების დასჯა კი, არა მხოლოდ უკრაინის, მთელი ცივილიზებული სამყაროს ღირსების საქმე. 
დღეს, კიევში, მოულოდნელად, ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი ჩავიდა; უკრაინელი ხალხის, რუსული აგრესიისგან დასაცავად, დიდი ბრიტანეთი, უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს და ომში მყოფი ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო შეიარაღებას გადასცემს.
ვიდრე ყველა დამნაშავე სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლდება, ჩვენ ვისმენთ რუსულ ფაშიზმს ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების უმძიმეს ისტორიებს, ვკითხულობთ ბავშვების წერილებს, როგორ ემშვიდობებიან თვალწინ დახვრეტილ მშობლებს. 176 მოკლული ბავშვი, 324 დაჭრილი და ათობით გაუპატიურებული, საიდანაც ერთი, 14 წლის გოგონა, ახლა  ორსულადაა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი