რუსები ხარკოვში ჭურვებს პარაშუტებით ყრიან - ახალი "მეთოდი"

გამოქვეყნდა:

ოკუპანტები ხარკოვს ახალი მეთოდით ბომბავენ - ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი ავრცელებს.  იგორ ტერეხოვის თქმით, ბოლო ორი დღეა რუსები ჭურვებს ქალაქში პარაშუტის გამოყენებით ყრიან.

"ბოლო ორი დღეა, ნაღმებთან, ჭურვებთან და სეტყვასთან ერთად, ხარკოვი იბომბება ახალი ტიპის ბომბებით. რუსი აგრესორი მათ პარაშუტით აგდებს", - ამბობს მერი. 

ტერეხოვმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ, არ მიუახლოვდნენ მსგავს საბრძოლო მასალას და შეატყობინონ მაშველებს.
მისივე ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 1,5 თვეში რუსეთის არმიამ ქალაქში 1716 სახლი გაანადგურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი