9 აპრილს, დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების სულ მცირე 13 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარდლობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, განადგურებულია 3 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა.
"მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება", - აცხადებენ საჰაერო თავდაცვაში.
მათივე ცნობით, საჰაერო ძალები მუშაობს აგრძელებენ: "მებრძოლები პატრულირებენ უკრაინის საჰერო სივრცეში, SU-25 მოიერიშეები და Su-24M ბომბდამშენები ეხმარებიან სახმელეთო ძალებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით".