
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
კენჭისყრაში 5 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი, ე.წ. პარლამენტის ყოფილი "დეპუტატი" დიმიტრი ტასოევი, "დეპუტატი" გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პლიევი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე 76 საარჩევნო უბანია გახსნილი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 40 000 ბიულეტენი მოამზადა.
ცნობისთვის, ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.