სატელიტმა დააფიქსირა რუსეთის 12-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა, რომელიც ხარკოვის მიმართულებით გადაადგილდება - CNN

გამოქვეყნდა:

CNN უკრაინიდან სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს - ფოტოებზე ასახულია 12 კილომეტრის სიგრძის რუსულ სამხედრო კოლონა ხარკოვის ოლქში. 

ფოტოები 8 აპრილითაა დათარიღებული. სურათებში ნაჩვენებია ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები ბუქსირებული არტილერიითა და დამხმარე აღჭურვილობით.

UNIAN წერს, რომ კოლონა აღმოსავლეთ უკრაინიდან, კერძოდ, ხარკოვის ოლქის სოფელ ველიკი-ბურლუკიდან რაიონული ცენტრის მიმართულებით გადაადგილდება. ველიკი-ბურლუკი ხარკოვის აღმოსავლეთით, რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარეობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი