რუსების სისასტიკის ამსახველი ახალი კადრები | მარიუპოლში მოკლული ადამიანების ცხედრებს მიწისქვეშა გადასასვლელში აგროვებდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია რუსების სისასტიკის ამსახველ ახალ კადრებს ავრცელებს. კიევის ქალაქ ვორზელის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელებმა გადამწვარი ავტობაზა აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ნაწამები და შემდეგ დამწვარი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ნახეს. მარიუპოლში კი მოკლული ადამიანების ცხედრებს რუსები მიწისქვეშა გადასასვლელში აგროვებდნენ.

ომის 46-ე დღეს ოკუპანტები კვლავ ბომბავენ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. ხარკოვი, დონეცკი, ლუგანსკი და მარიუპოლი რუსების მთავარ სამიზნედ რჩება. ამასთან, მტერი ახალ მეთოდს იყენებს და სხვადასხვა ქალაქში ბომბებს პარაშუტით ყრის.

უკრაინულმა არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მტრის 8 შეტევა მოიგერია. გაანადგურეს მტრის 4 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა და შვიდი ერთეული მანქანა. გარდა ამისა, 9 აპრილს, დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის სულ მცირე 13 საჰაერო სამიზნეს გაანადგურეს, მათ შორის 3 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 საკრუიზო რაკეტა.

 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი