რუსეთი ომში იწვევს დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებს, რომლებიც გაწვევას არ ექვემდებარებიან - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და "სტრატეგიული საწარმოების" თანამშრომლები - რუსეთი ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მობილიზაციას აძლიერებს. 

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონებიდან ახდენენ იმ პირების მობილიზებასაც, რომლებიც საერთოდ არ ექვემდებარებიან გაწვევას. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება "სტრატეგიული საწარმოების" თანამშრომლებს.

"რეზერვაცია" იმ თანამშრომლებსაც მოუხსნეს, რომლებიც რაიონის ელექტროქსელებს ემსახურებიან. რუსეთმა 1700 ადამიანის მობილიზება მოითხოვა ალჩევსკის მეტალურგიული ქარხნიდან.

სამობილიზაციო ღონისძიებების „ეფექტურობის“ გაზრდის მიზნით, ოკუპირებულ ლუგანსკში საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს მიეცათ მოქალაქეების საგზაო პოლიციის სტაციონარულ პუნქტებში გამოძახების უფლება. რამდენიმე მობილური ეკიპაჟი მუშაობს ავტომაგისტრალზე, აჩერებენ მძღოლებს გზაზე და იძახებენ.

ამასთან, თვითგამოცხადებულ ლუგანსკში სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსეთის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ბინა-ბინა დადიან, ჩხრეკენ და ეძებენ სამხედრო გაწვევის ასაკის კაცებს 18-დან 65-წლამდე", - წერია დოკუმენტში. 

დაზვერვის ცნობით, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის არმიის განადგურებული ქვედანაყოფის დოკუმენტებს შორის არაწვევამდელების საბუთებიც აღმოჩნდა. კერძოდ, ალექსანდრე სავენკოს საბუთები, ეტლით მოსარგებლე პირი ბავშვობიდან, რომელიც არ ექვემდებარებოდა სამხედრო სამსახურს. ან ანდრეი ივაკინი, კომსომოლეცის დონბასის მაღაროს თანამშრომელი, ოფიციალური სერტიფიკატით, რომ მუშაობს "სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოში".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი