მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია, თუ ის შეწყვეტს ბრძოლას, ჩვენი პოზიციები დასუსტდება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უპირატესობა რუსეთთან დიალოგში მარიუპოლზეა დამოკიდებული - ამასთან დაკავშირებით მან APNews-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკი ფიქრობს, რომ თუ მარიუპოლში უკრაინული პოზიციები გაძლიერდება, მაშინ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინულ მხარეს უპირატესობა ექნება. 

"მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია, ის იბრძვის, ჩვენ ვიბრძვით და ვართ ძლიერები. თუ ის შეწყვეტს ბრძოლას, ჩვენ გვექნება სუსტი პოზიციები. მარიუპოლის დამცველები არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მტრის დიდი რაოდენობის შეტევები. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მარიუპოლში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია ქვეყნის აღმოსავლეთში და ერთობლივი ძალების ოპერაციებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, ​​რომ საგარეო დაცვის გარეშე და მარიუპოლში უკრაინის სისუსტის შემთხვევაში ოკუპანტებმა უკვე გათავისუფლებული ტერიტორიების დაბრუნება სცადონ.

"თუ ჩვენი მდგომარეობა იქნება სუსტი, მაშინ შეიძლება არ დაველოდოთ შეხვედრას, რადგან მაშინ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმ ქალაქების თავიდან ოკუპირება, რომლებიც ახლა ჩვენ დეოკუპირებული გვაქვს. მათ შეუძლიათ ამაზე წასვლა",- აღნიშნა ზელენსკიმ. 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში უფრო სუსტი იქნება და. "შესაძლოა, რუსული მხარისთვის საინტერესო აღარც კი იყოს... ჩვენ გვჯერა განსხვავებული შედეგის, გვჯერა ჩვენი გამარჯვების", - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი