"ხალხს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენი პირობებით, დამოუკიდებლობის პირობებით, უკრაინის პირობებით, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ომი მშვიდობით უნდა დასრულდეს... იქაც კი, სადაც მილიონობით მსხვერპლია, ყველაფერი მიდის მშვიდობამდე...
დიახ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის. მტვრისთვის ვერ იბრძოლებ, როდესაც უკვე არაფერია, აღარც ხალხია. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ომის შეჩერება. რთულია, რთული ემოციურად, რთული სურვილის თვალსაზრისით. არავის სურს მოლაპარაკება იმ ადამიანებთან, ვინც ეს ხალხი აწამა".
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.