უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა რუსული გამანადგურებელი SU-34 ჩამოაგდო.
სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, თვითმფრინავი მიკოლაევზე თავდასხმას ცდილობდა.
მათივე ცნობით, ოკუპანტები მიკოლაევის მიმართულებით პოზიციების გაუმჯობესებას მუდმივად ცდილობენ, თუმცა უკრაინელები მტერს ამის საშუალებას არ აძლევენ.
"ღამის განმავლობაში მტრის დანაკარგმა 70 ორკი (რუსი ჯარისკაცი) და 7 ერთეული ჯავშანტექნიკა შეადგინა", - აცხადებენ სარდლობაში.