რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის განადგურებული აეროპორტი ისევ დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტები თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ზვონეცკის ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო.

"ამჟამად იქ მაშველები მუშაობენ. ნგრევისა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს ვაზუსტებთ", - თქვა მან.

გარდა ამისა, რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთმა ხელახლა შეუტია დნეპროპეტროვსკის აეროპორტს:

"ამ ადგილისგან უკვე არაფერი დარჩა ცოცხალი. განადგურდა აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია. რაკეტები მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ. მსხვერპლთა რაოდენობას ვაზუსტებთ", - ამბობს ვალენტინ რეზნიჩენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი