ხერსონში ანტისაოკუპაციო აქციები გრძელდება - რუსმა აგრესორებმა მომიტინგეებს ისევ ცეცხლი გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში ისევ დაძაბული ვითარებაა. ქალაქში ასობით მოქალაქე გამოვიდა იმ პროვოკაციის გასაპროტესტებლად, რომელიც დღეს დილიდან რუსმა აგრესორებმა მოაწყეს.

კერძოდ, რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან რუსი მოქალაქეები ჩაიყვანეს, რომლებიც პრორუსული აქციის მოწყობას ცდილობდნენ, ამას კი ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

საოკუპაციო ძალებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ ტყვიები დაუშინეს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა ნოვაია კახოვკაშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი