"უფალი დაგვეხმაროს, ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ხელისუფლების გარშემო" | რუსეთის პატრიარქი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მოსახლეობას ხელისუფლების გარშემო შეკრებისკენ მოუწოდებს, რადგან მოსკოვი აგრძელებს სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

„უფალი დაგვეხმაროს, გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის ამ რთულ დროს, მათ შორის ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება აღივსოს თავისი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით, თავმდაბლობითა და მზადყოფნით ემსახუროს მათ, თუნდაც ეს მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდეს“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ 75 წლის კირილს მოსკოვში ქადაგებისას.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი კირილი ადრეც აკეთებდა განცხადებებს და იცავდა მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი