ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი | უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი გმირი

გამოქვეყნდა:

საქართველო კიდევ 2 გმირს გლოვობს. ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილს. მებრძოლებს, რომლებიც   უკრაინულ მიწაზე თავისი სამშობლოს მტერს უპირისპირდებოდნენ. ნიკა 21 წლის იყო, ის უკრაინაში მოხალისედ სამი კვირის წინ ჩავიდა. დათო 49 წლის იყო, გამოცდილი სამხედრო, რომელიც წლების განმავლობაში იდგა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სადარაჯოზე.

როგორც სხვა მებრძოლები ყვებიან, დათო ყოველთვის ცდილობდა ახალბედა ჯარისკაცები ახლოს ყოლოდა, რომ დაეცვა და გამოცდილება გაეზიარებინა. საარტილერიო დაბომბვის დროს დათოც და ნიკაც ერთად იდგნენ. რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ლუკა შანავა, ნიკას ძმაც. ის სასწაულით გადარჩა, თუმცა ახლა მას კანტუზია აქვს და ექიმების დახმარება სჭირდება.

ყველა მათგანი კარპატსკი სიჩის ბატალიონის ქართულმა დანაყოფში იბრძვის, რომელმაც მოახერხა და პოზიციები არ დათმო არც შეტაკებების სტადიაზე და არც მას შემდეგ, რაც უკან დახეულმა მტერმა საარტილერიო ბომბებით გადაწყვიტა უკრაინული ბატალიონის მიწასთან გასწორება.

თქვენ ახლა პირველად ნახავთ, როგორ გამოჰყავთ დაჭრილები და გარდაცვლილები ბრძოლის ველიდან. ოღონდ ისე, რომ პოზიციები არავის დაუთმია.

ავტორი
თეა ადეიშვილი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი