დღეიდან უკრაინამ საბოლოოდ აკრძალა მტერთან, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა. რადგან როცა საქმე ეროვნულ ინეტერესებზე მიდგება, რუსულ ფულს ნამდვილად უდის სუნი, დენთის და სისხლის. საქართველოში კი პირიქით - წლიდან წლამდე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე.
რუსული ფული კი საქართველოში თავს თავისუფლად გრძნობს, როგორც რუსულ კორუფციულ ჭაობში. ალბათ გასაგებია რატომაც. ახლა, როცა მთელი მსოფლიო რუსულ ეკონომიკას სანქიცებს უწესებს, რომ პუტინმა ტანკების და ბომბების წარმოება არ დააფინანსოს.
ავტორი: ნინო ჟვანია