
დანია რუსულ გაზზე უარს ამბობს და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადადის. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
"ეს ყველაფერი კლიმატისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე თითოეული მომხმარებლისთვის კეთდება. ყველაზე მთავარი - ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლებისთვის" - ამბობს დანიის პრემიერი.