
დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმი პაციენტს წამალს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოუწერს. ამ თემაზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფარმაცევტი მოქალაქეს სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს.
"დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის, ბრენდის მიხედვით. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენ მოქალაქეს, გენერიკული მედიკამენტების, ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, ეს იქნება მისი ვალდებულება", - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ ამ წესის დანერგვის შემდეგ, შესაძლო ბრენდის, კონკრეტული კომპანიებისა თუ მწარმოებლების წამლების ლობირება, წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა, დაზღვეული იქნება.