პრემიერ ღარიბაშვილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები არც დღეს გახსენებია

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილს უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები არც დღეს გახსენებია. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა ილაპარაკა თითქმის ყველაფერზე, გარდა დაღუპული ქართველი მებრძოლებისა და მათი ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადებისა.
თქვა, რომ "პოზიტიური მოლოდინები" აქვს და "მეორე ფრონტს" არ დაუშვებს, ასევე ისაუბრა საწვავის ფასზე, თუმცა მოსახლეობას შეახსენა, რომ წინა ხელისუფლების დროს "მონოპოლიზირებული იყო" და მიუხედავად იმისა, რომ მისივე თქმით, "სახელების დასახელების" სურვილი არ ჰქონდა, მაინც ახსენა დავით კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ასევე "გვახარა", რომ კოვიდი დამარცხებულია და რომ "ყველა სიკეთე და პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ამ ბოლო წლებში EU-სთან, "ოცნების" დამსახურებაა".

2 ქართველი მებრძოლი უკრაინაში შაბათს, დაბომბვისას დაიღუპნენ. 49 წლის დავით მენაბდიშვილი სამშობლოს დასაცავად არაერთ ომში მონაწილეობდა, 2014 წლიდან კი უკრაინაში იბრძოდა. 21 წლის ნიკა შანავა კი უკრაინის დასაცავად მეგობარ ქვეყანაში ძმასთან ერთად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი