Societe Generale რუსეთს ტოვებს და "როსბანკს" ყიდის -WSJ

გამოქვეყნდა:

Societe Generale -მა განაცხადა, რომ შეწყვეტს საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას რუსეთში და როსბანკს გაყიდის - ამის შესახებ ინფორმაციას WSJ ავრცელებს. 

ფრანგულმა ბანკმა განაცხადა, რომ როსბანკისა და რუსეთის სადაზღვევო შვილობილი კომპანიის მთელ წილს როსბანკის წინა აქციონერს Interros Group-ს გადასცემს.

SocGen-მა თქვა, რომ ბანკის გადაფორმება დაახლოებით 2 მილიარდ ევრომდე დაჯდება, რაც 2,18 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. მათივე ცნობით, ტრანზაქცია, სავარაუდოდ, დაიხურება უახლოეს კვირებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი