"უნიტაზები მოხსნეს, გაოცებას ვერ მალავდნენ საპირფარეშო რომ სახლში გვქონდა" - რუსებს ჰიგიენის ნივთები ისევ უკვირთ

გამოქვეყნდა:

"უნიტაზებიც კი მოხსნეს და გაიტანეს, იკითხეს ეს რა არისო, რომ ვუთხარი რაც იყო, გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ საპირფარეშო სახლში გვქონდა" - ამბობს,  უკრაინელი ქალი, რომელსაც პუტინის სამხედროებმა უნიტაზი მოპარეს. 

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები გაოცებას ვერ მალავდნენ ისეთ ელემენტარულ ნივთებზე, რომლებიც ჰიგიენას უკავშირდება.

"ყველაფერი გაჰქონდათ რასაც ხედავდნენ, ზოგჯერ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ, უნიტაზებიც კი მოხსნეს და გაიტანეს, თავდაპირველად არ დავიჯერე, რომ იკითხეს ეს რა არისო, რომ ვუთხარი რაც იყო, გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ საპირფარეშო სახლში გვქონდა. აქამდე ალბათ არასდროს ენახათ, მერე დაიტაცეს და ყველაფერი წაიღეს." - ამბობს უკრაინელი ქალი

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უნიტაზები საქართველოდანაც წაიღეს,  2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი