მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა - განცხადება მან სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას გააკეთა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსებს სურთ მარიუპოლი გაანადგურონ.

"ყველაზე უარესი სიტუაციაა მარიუპოლში... მარიუპოლი განადგურებულია. ათი ათასობით დაიღუპა იქ. რუსები არ წყვეტენ შეტევას. მათ სურთ მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად აქციონ", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ქალაქი ოკუპანტებს 1 მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი