ემბარგოს შემთხვევაში რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში 2 თვეში დასრულდება | პუტინის ყოფილი მრჩეველი

გამოქვეყნდა:

თუ დასავლეთი რუსეთის ნავთობსა და გაზზე რეალურ ემბარგოს დააწესებს, ომი უკრაინაში რამდენიმე თვეში დასრულდება - ამის შესახებ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ილარიონოვი საუბრობს.

ილარიონოვი აცხადებს, რომ პუტინისთვის ტერიტორიული ამბიციები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობა, ამიტომ ის ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩერებს, თუ მისი წარმოებისთვის საჭირო ფული აღარ ექნება. 

"თუ დასავლეთის ქვეყნები შეეცდებიან, რეალური ემბარგო დააწესონ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, შემიძლია, სანაძლეო დავდო, რომ ორიოდე თვეში რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აქვთ. ტერიტორიული და იმპერიული პრეტენზიები რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერ დანარჩენზე, მათ შორის მოსახლეობის კეთილდღეობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ მისი მთავრობის ფინანსურ მდგომარეობაზეც კი ",- ამბობს ილარიონოვი. 

ილარიონოვი ხაზგასმით ამბობს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აქვთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი