
გერმანია დაშავებული უკრაინელების პირველი საევაკუაციო ფრენისთვის ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის შეიარაღებული ძალები, ბუნდესვერი, ამზადებს პირველ საევაკუაციო ფრენას, რომლითაც დაშავებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა იგეგმება. ბუნდესვერმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ბავშვებსა და მოზრდილებს გერმანიაში სამკურნალოდ ჩაიყვანს.
საჰაერო ძალების სპეციალური Airbus A310 MedEvac კელნის სამხედრო აეროდრომიდან ქალაქ ჟეშუვში სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში გაფრინდა, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრში.
ცნობისთვის, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მანამდე გერმანიაში სხვა გზებით ჩაიყვანეს.