
ხორვატია ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს აძევებს - ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამინისტროს დატოვებს ადმინისტრაციული პერსონალის 6 თანამშრომელიც. უწყება კრემლს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.