უკრაინაში 300 ათას კვადრატულ კილომეტრს განაღმვა სჭირდება - აცხადებს უკრაინის ჰუმანიტარული განაღმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლეგ ბონდარი.
„მოქმედებების ალგორითმი ასეთია. უპირველეს ყოვლისა - დასახლებების შემოწმება ფეთქებადი ობიექტების არსებობისთვის, შემდეგ - ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა. შემდეგი არის გზის განაღმვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ფერმერებთან თესვის სამუშაოების ჩატარება“, - განაცხადა ბონდარმა.
გამნაღმველების ძალისხმევა ახლა ფოკუსირებულია ბუჩასა და ირპენის, ბოროდიანკას, გოსტომელის, ნემეშაევოს, დასახლებებზე, ასევე ბუზოვაიას, ზალესიეს, ბოგდანოვკას მიმართულებებზე, აგრეთვე ჩერნიჰივისა და ნეჟინსკის მიმართულებებზე, სუმის რეგიონში ტროსტიანეცში და ა.შ.
სწორედ განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ იძლევა ხელისუფლება დასახელებულ ადგილებში მოსახლეობის დაბრუნების რეკომენდაციას.