"ფორმულა 1"-ის ყოფილ მრბოლელს, რუს ნიკიტა მაზეპინს სარდინიაზე 105 მლნ-იანი ვილა ჩამოართვეს

გამოქვეყნდა:

"ფორმულა 1"-ის ყოფილ მრბოლელს, რუს ნიკიტა მაზეპინს, იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, 105 მილიონ ევროდ შეფასებული ვილა ჩამოართვეს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეს არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს 24 თებერვალს მოსკოვის მიერ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული მდიდარი რუსების დაჯარიმებას.

მაზეპინი და მისი ოლიგარქი მამა, ქიმიური კომპანიის "ურალქიმის" მთავარი მფლობელები და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეები არიან. 

ცნობისთვის, მაზეპინის პიარმენეჯერს კომენტარი ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი