
ლავროვის თქმით, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალები აშშ-ისა და ნატოს „ექსპანსიის“ წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, russia24- თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" შექმნილია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს სრული დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში.
პუტინის დიპლომატი ამბობს იმასაც, რომ რუსეთი არ დაუშვებს, დასავლეთის დაქვემდებარებული ქვეყანა გახდეს.
"ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების უგუნურ ექსპანსიას და უგუნურ კურსს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი დასავლეთის მიმართ დაქვემდებარებულ პოზიციას არასოდეს დაიკავებს“, - ამბობს ლავროვი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ ყველაფერს პუტინმა "სპეცოპერაცია" დაარქვა.