მარიუპოლიდან რუსეთში იძულებით 33 ათასი მოქალაქე გადაიყვანეს - დენისოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველის მონაცემებით, მარიუპოლიდან რუსეთში და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იძულებით 33 ათასი მოქალაქე გადაიყვანეს. დენისოვა წერს, რომ რუსების გარდა, მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ და აწამებენ „კადიროველებიც“.

"საცხოვრებელი უბნების ნარჩენების მასობრივი დაბომბვა გრძელდება. რასისტული არმიის ქმედებები მარიუპოლში არის უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტი" -  წერს დენისოვა და გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიას მიმართავს,  გაითვალისწინოს პუტინის არმიის მიერ ჩადენილი გენოციდისა და ომის დანაშაულები უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი