"ოცნების" ულტიმატუმი უკრაინას | მმართველი პარტია ომში მყოფ ქვეყანას "ებუტება" და კრემლის ინტერესების გატარებას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" გაბუტულია. მმართველ პარტიაში ფაქტობრივად აღიარეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინაში ვიზიტის ჩაშლაზე წყენის გამო მიიღეს. ეს საქართველოს ხელისუფლების თავის მართლების ახალი რეჟიმია. ამ დრომდე "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს საქართველოს ინტერესებით ხსნიდა.

ოფიციალური თბილისის პოზიციით უარი უკრაინაში ვიზიტზე, უარი მოხალისეების მხარდაჭერაზე, კონტრაბანდაში ბრალდებების უგულებელყოფა, უარი საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე და არცერთი საჯარო მხარდამჭერი განცხადება, სწორედ საქართველოსთვის იყო სასარგებლო, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც უკრაინის ომის მსვლელობისას "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, კრემლის ინტერესებს აკმაყოფილებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი