მარიუპოლის მცველებთან ვინარჩუნებთ კავშირს, ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება მარიუპოლის დასაცავად და რომ კავშირი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, რომლებიც გმირულად იცავენ ქალაქს, შენარჩუნებულია.

"ხაზს ვუსვამ, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ არის საჯარო განხილვის თემა.ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ პერსონალის და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ყველა მიმართულებით" ამბობს ზალუჟნი.

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის წევრი წერს, რომ დღეს შესაძლოა მარიუპოლში რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელი ბრძოლა ჰქონდეთ, რადგან საბრძოლო მასალა იწურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი