გამოქვეყნებული ინფორმაცია ფეიკია, 36-ე ბრიგადის ანგარიში გატეხეს - მარიუპოლის მერის თანაშემწე

გამოქვეყნდა:

ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქვეითების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან მათი გვერდი გატეხილია.

"გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ფეიკი. სოფლის ხელმძღვანელობის განცხადებით, 36-ე ბრიგადის ანგარიში გატეხეს.
 ყველაფერი, რაც იქ რუსულად გამოქვეყნდა არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია საზოგადოების დეზინფორმაციისა და რუსეთის ბრალეულობიდან  უკრაინის ხელმძღვანელობაზე გადაბრალების მიზნით...
ინფორმაცია იარაღია. არ მისცეთ საშუალება მას ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს." წერს ანდრიუშჩენკო. 

დღეს ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა გვექნება, რადგან საბრძოლო მასალა თავდება - ამ შინაარსის შეტყობინება გავრცელდა უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის წევრი წერის სახელით.

რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გაძლიერების შესახებ დღეს დილიდან გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულბამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი