S&P-ის ცნობით, რუსეთმა საგარეო ვალის გადახდა ვერ შეძლო და დეფოლტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

საკრედიტო რეიტინგის სააგენტო S&P-ის განცხადებით, რუსეთმა საგარეო ვალის გადახდა ვერ შეძლო და დეფოლტი გამოაცხადა, რაც ობლიგაციის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს თანხა არა დოლარში, არამედ რუბლში გადაიხადონ.

S&P-ის ცნობით, რუსეთმა ორი დოლარში დენომინირებული ევრობონდი, რომლის ძირიც 4 აპრილს უნდა დაეფარა, კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული დოლარის ვალუტის ნაცვლად, რუბლში გადაიხადა.

სააგენტო ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, გამკაცრდება, რაც ხელს შეუშლის რუსეთის ტექნიკურ შესაძლებლობას, რომ უცხოური ვალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალუტაში გადაიხადოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი