
საფრანგეთმა ექვსი რუსი დიპლომატი, პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაზვერვის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსი დიპლომატები საფრანგეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდნენ.
"ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, 10 აპრილს გამოავლინა ფარული ოპერაცია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე განხორციელდა",-წერია განცხადებაში.